კარტოფილის კულტურა და კოლორადოს ხოჭო



        კარტოფილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ფართოდ გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო კულტურაა.
  მისი მოყვანა საკმაოდ რთულია, რადგან იგი მგრძნობიარეა გარემოს სხვადასხვა ფაქტორებისა და მიკროორგანიზმების მიმართ. ეს შეიძლება იყოს ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები ან პარაზიტები, რომლებიც აზიანებენ მცენარის სხვადასხვა სისტემას, იწვევენ მის დეგენერაციას და საბოლოოდ – დაღუპვას.
   კარტოფილი განსაკუთრებულად ზუსტ მოვლას, კვებასა და მავნე მწერებისგან დაცვას საჭიროებს.
კარტოფილის ერთ-ერთი ყველაზე საშიში და გავრცელებული მავნებელი კოლორადოს ხოჭოა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ამ კულტურას.
    კოლორადოს ხოჭო იკვებება კარტოფილის ფოთლებით, რის შედეგადაც მცენარე ვერ ვითარდება სრულფასოვნად, ირღვევა მისი სასიცოცხლო პროცესები და საბოლოოდ იღუპება. კოლორადოს ხოჭოს წინააღმდეგ ბრძოლა მოითხოვს მაღალეფექტური პრეპარატების გამოყენებას, რომლებიც უზრუნველყოფენ მისი პოპულაციის განადგურებას და ამავე დროს არ აზიანებენ კარტოფილის კულტურას.


    კოლორადოს ხოჭოს მიერ გამოწვეული ზიანის თავიდან ასაცილებლად და კარტოფილის კულტურის ეფექტურად დაცვისთვის DualEco-ს ინოვაციური პრეპარატი გთავაზობთ იდეალურ გადაწყვეტას.
    მისი გამოყენება 100%-იან გარანტიას იძლევა მავნე მწერების განადგურების კუთხით და, ამავდროულად, პრეპარატის აზოტოვანი კომპონენტები ხელს უწყობენ მცენარის სრულფასოვან კვებასა და ზრდას მისი სტრუქტურის დაუზიანებლად.
   

 პრეპარატის რეგულარული გამოყენება უზრუნველყოფს კოლორადოს ხოჭოს სრულ განადგურებას, მცენარის ჯანმრთელობის მაქსიმალურ შენარჩუნებას და ოპტიმალურ ყვავილობას.